ისარი (იარაღი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ისარი (მრავალმნიშვნელოვანი).

ისარიმშვილდ-ისრით, არბალეტით და სასულე თოფით სატყორცნი იარაღი. უფრო გავრცელებულია მშვილდის ისარი. მეზოლითში, ნეოლითში და ბრინჯაოს ხანაში ისრიპირს მაგარი ქვისაგან (ძირითადად კაჟისაგან), იშვიათად ძვლისაგან აკეთებდნენ. ბრინჯაოს ისრისპირი ფართოდ იყო გავრცელებული ადრინდელ რკინის ხანაში. ძვ. წ. VI-II საუკუნეებში ევროპაში, შუა აზიასა და ციმბირში გავრცელებული იყო მილიანი სამწახნაგა ან სამფრთიანი ბრინჯაოს ისრისპირები, ძვ. წ. I საუკუნეში ისინი სარმატულმა რკინისყუნწიანმა ისრისპირმა შეცვალა. ზოგი ხალხი (მაგ., ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელები) ცეცხლოვან და მოწამლულ ისრებს იყენებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 227, თბ., 1980