ირმისტუჩა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირმისტუჩა
Semmelstoppelpilz-1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
კლასი: ბაზიდიუმიანი სოკოები
ოჯახი: ზღარბასოკოები
სახეობა: ირმისტუჩა
ლათინური სახელი
Hydnum repandum

ირმისტუჩა (ლათ. Hydnum repandum) — საჭმელი სოკო ზღარბასოკოების ოჯახისა. აქვს კარგად განვითარებული ქუდი და ფეხი. ქუდის დიამეტრი 12 სმ აღწევს, ფორმით ხშირად არასწორია, ფერად მოყვითალოა, ზოგჯერ თეთრი ან მოვარდისფრო-ხორცისებრი; ქვედა მხარეს ფეხისკენ მიმართული მყიფე, ვარდისფერი ეკლები აქვს. ფეხი ცილინდრულია, მოკლე, ექსცენტრული, თეთრი ან მოყვითალო, ძირში ღია ჟანგისფერი. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში ზაფხულში და შემოდგომაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]