ირემასოკო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ირემასოკო | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Sarcodon imbricatus | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
ირემასოკო (Sarcodon imbricatus) — ქუდიანი საჭმელი სოკო ზღარბასოკოების ოჯახისა. ქუდის დიამეტრია 5-20 სმ, მისი ზედაპირი დაფარულია სქელი, დიდი, კონცენტრულად გაწყობილი მუქი ყავისფერი ქერცლით. ქვედა მხარეს აქვს ფეხისკენ წაწვეტებული თეთრი ეკლები, რომლებიც სოკოს მომწიფებისას უკვე მოყავისფროა. ფეხის სიგრძეა 2-8 სმ, ცილინდრული ფორმა აქვს, თეთრია, ძირში ყავისფერი. იზრდება ნაძვნარში, ფიჭვნარსა და შერეულ ტყეებში ზაფხულსა და შემოდგომაზე. იჭმება ნორჩი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 218, თბ., 1980 წელი.