იოსუკე მაცუოკა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსუკე მაცუოკა

იოსუკე მაცუოკა (დ. 3 მარტი, 1880, იამაგუტი — გ. 27 ივნისი, 1946, ტოკიო, იაპონია), იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. 1940-1941 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტი. მისი ხელშეწყობით 1940 წლის 27 სექტემბერს დაიდო სამთა პაქტი გერმანიას, იტალიასა და იაპონიას შორია. 1941 წლის 13 აპრილს ხელი მოაწერა სსრკ-იაპონიის პაქტს ნეიტრალიტეტის შესახებ. სსრკ-ზე გერმანიის თავდასხმის დღიდან (1941) მოითხოვდა სსრკ-ის წინააღმდეგ ომის დაუყოვნებლივ დაწყებას. II მსოფლიო ომში (1939-1945) იაპონიის დამარცხების შემდეგ როგორც ერთ-ერთი მთავარი სამხედრო დამნაშავე გადასცეს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალს. გარდაიცვალა პროცესის დამთავრებამდე.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 511, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე