იოზეფ ფონ ჰამერ-პურგშტალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოზეფ ფონ ჰამერ-პურგშტალი

იოზეფ ფონ ჰამერ-პურგშტალი (დ. 9 ივნისი, 1774, გრაცი ― გ. 23 ნოემბერი, 1856, ვენა), ავსტრიელი აღმოსავლეთმცოდნე და დიპლომატი. 1799-1807 ავსტრიის დიპლომატიურ სამსახურში იყო ოსმალეთის იმპერიაში. 1847-1849 ვენის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. მისი ძირითადი შრომები ეხება ოსმალეთის იმპერიის ისტორიას. ჰამერ-პურგშტალის მთავარი შრომა ეფუძნება თურქეთის წყაროების შესწავლისა და ავსტრიის არქივს (10-ტომიანი „ოსმალეთის იმპერიის ისტორია“), იგი დადებითად შეაფასა კ. მარქსმა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 598, თბ., 1987