იოენსუუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
იოენსუუ
ფინ. Joensuu
დროშა გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
კოორდინატები 62°36′00″ ჩ. გ. 29°45′50″ ა. გ. / 62.60000° ჩ. გ. 29.76389° ა. გ. / 62.60000; 29.76389
დაარსდა 1848
ფართობი 2381.79 კმ²
ოფიციალური ენა ფინური ენა[1]
მოსახლეობა 78 175 (29 თებერვალი, 2024)[2]
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
საფოსტო ინდექსი 80100–80199 და 80200–80299
ოფიციალური საიტი https://www.joensuu.fi/
იოენსუუ — ფინეთი
იოენსუუ

იოენსუუ (ფინ. Joensuu; კარ. Jovensuu, ნიშნავს მდინარის შესართავს) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი იოენსუუს ქვერეგიონში, ფინეთში. მდეაბრეობს პიუჰიასელკიის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე, მდინარე პიელინენის შესართავთან. დაარსდა 1848 წელს. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 77 480 ადამიანს შეადგენს. იოენსუუს ეკონომიკური რეგიონის მოსახლეობა 115 000-ს აღწევს. იგი სიდიდით მე-12 ქალაქია ფინეთში. უახლოესი დიდი ქალაქია კუოპიო, ჩრდილოეთ სავონიაში. 233 კმ-ის დაშორებით მდებარეობს სამხრეთ კარელიის დედაქალაქი ლაპეენრანტა. მუნიციპალიტეტის ფართობი 2 751.07 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 32.53 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის ერთადერთი ოფიციალური ენაა ფინური ენა. კუოპიოსთან ერთად იოენსუუ აღმოსავლეთ ფინეთის უმთავრესი ურბანული, ეკონომიკური და კულტურული კერაა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი და კარელიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავის მონაცემები — იოენსუუ
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 6.7 7.8 12.8 23.5 29.2 32.0 37.2 31.4 25.8 18.7 10.5 8.3 37.2
საშუალო მაღალი °C −5.6 −5.4 −0.1 6.3 13.9 19.0 21.9 19.4 13.4 6.0 0.4 −3.1 7.2
საშუალო დღიური °C −8.6 −8.6 −4.0 2.0 9.0 14.3 17.3 15.1 9.8 3.6 −1.6 −5.5 3.6
საშუალო დაბალი °C −12 −12.2 −8.1 −2.3 3.5 9.3 12.5 10.8 6.3 1.0 −3.9 −8.4 −0.3
რეკორდულად დაბალი °C −39.0 −38.5 −32.1 −21.4 −10.5 −4.2 2.2 −1.7 −7.2 −16.8 −27.3 −40.0 −40.0
საშუალო ნალექი (მმ) 45 37 33 30 44 64 66 73 57 60 53 54 616
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 21 17 14 12 12 15 15 16 16 18 20 21 197
წყარო: FMI (Temperature data for Liperi Airport elevation 121 m, precipitation Joensuu Pyhäselkä elevation 79 m)[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]