იოანე პრესბიტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე პრესბიტერი — შუა საუკუნეებში გავრცელებული ლეგენდების თანახმად, ძლევამოსილი ქრისტიანი მეფე-მღვდელმთავარი აღმოსავლეთში. ოტო ფრაიზინგელის (XII ს.) ცნობით (1145), იოანე პრესბიტერი ცხოვრობდა სპარსეთს იქით. მან დაამარცხა სპარსეთისა და მიდიის მეფეები. იოანე პრესბიტერის სამფლობელო მდებარეობდა აზიაში, ეთიოპიაში ან ინდოეთში, მისი რეალური პროტოტიპი კი რომელიმე აქაური მმართველი იყო. არის მოსაზრება, რომ იოანე პრესბიტერის ლეგენდარული ტიპი უნდა ჩამოყალიბებულიყო იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელმაც XII საუკუნის I ნახევარში დასავლეთ ევროპაში შეაღწია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე I-ის შე­სა­ხებ.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგოლაძე ა., იოანე პრესვიტერის ისტორიული და ბიბლიური საფუძვლების შე­სა­ხებ, თბ., 2005.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბადრიძე შ., იოანე პრესბიტერი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 322.