ოტო ფრაიზინგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოტო ფრაიზინგელი

ოტო ფრაიზინგელი (გერმ. Otto von Freising; დ. 1111 შემდეგ — გ. 22 სექტემბერი, 1158, მორიმონი, ბურგუნდია) — გერმანელი შუა საუკუნეების ისტორიკოსი. ფრაიზინგის (ბავარია) მონასტრის ეპისკოპოსი (1138 წლიდან). იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას ბიძა. მონაწილეობდა მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში (1147–1149). 1143–1146 წლებში დაწერა „ქრონიკა“, რომელშიც აღწერა მსოფლიოს ისტორია (1146 წლამდე). ავგუსტინე ნეტარის შემდეგ პირველი შეეცადა ფილოსოფიურად გაეაზრებინა მსოფლიოს ისტორიის მსვლელობა.

ოტო ფრაიზინგელს აქვს ვრცელი ცნობა აღმოსავლეთში მცხოვრებ ძლევამოსილ ქრისტიან მეფე-მღვდელმთავარ იოანეზე, რომლის პროტოტიპებად დავით აღმაშენებელსა და დემეტრე I-ს თვლიან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 605.
  • ბადრიძე შ., ჯვაროსნული თქმულება დავით აღმაშენებელსა და დემეტრე I-ზე, თსუ-ს შრომები, 1968, ტ. 125