ინიგოუ ჯოუნზი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინიგო ჯოუნზის პორტრეტი, სერ ვან-დაიკი, ენთონი, ენთონი ვან-დაიკის მიერ.

ინიგოუ ჯოუნზი (Inigo Jones) (დ. 15 ივლისი, 1573, ლონდონი — გ. 21 ივნისი, 1652, იქვე) — ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ინგლისელი არქიტექტორი.

არქიტექტურას სწავლობდა 1596-1614 წლებში იტალიასა და საფრანგეთში. 1615-1643 წლებში იყო სამეფო შენობათა ზედამხედველი. იყო პალადიოს მიმდევარი, შეადგინა მისი ტრაქტატის კომენტარები (გამოიცა 1715). ნამუშევრები: უაიტჰოლის სასახლის ანსამბლის პროექტი ლონდონში (ამ პროექტიდან განხორციელდა მხოლოდ საბანკეტო დარბაზი 1619-1622), დედოფლის ვილა გრინვინში (1616-1635), უილტონ-ჰაუზის სასახლის ინტერიერები (უილტშირი, დაახლოებით 1949-1652), იყო თეატრის მხატვარიც.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 11, გვ. 576, თბ., 1987


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე