ინგლისის ისტორიის ქრონოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს არის ინგლისის ისტორიის ქრონოლოგია.

ძვ. წ. I საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Year Date Event
ძვ. წ. 55 რომაელი გენერალი იულიუს კეისარი შეიჭრა დიდ ბრიტანეთში.
ძვ. წ. 54 კეისარი კვლავ შეიჭრა ბრიტანეთში.

XI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Year Date Event
1016 დანიელი პრინცი, კნუდი ინგლისის მეფე გახდა.
1043 აგვისტო ედუარდ აღმსარებელმა ინგლისის ტახტი დაიკავა.
1066 6 იანვარი ედუარდი გარდაიცვალა და მისი ადგილი სასექსის ერლმა, ჰაროლდ გოდვინსონმა დაიკავა.
1066 20 სექტემბერი ფულფორდის ბრძოლა: ნორვეგიელმა დამპყრობლებმა ჰარალდ ჰარდრადას ხელმძღვანელობით, ჰაროლდის ძმასთან, ტოსტიგთან ერთად დაამარცხა ინგლისური არმია.
1066 25 სექტემბერი სტემფორდის ხიდის ბრძოლა: ჰაროლდმა დარჩენილი მოწინააღმდეგეები გაანადგურა ბრძოლის ველზე, სადაც დაეცა ჰარდრადაცა და ტოსტიგიც.
1066 14 ოქტომბერი ჰასტინგსის ბრძოლა: ინგლისის არმია ამჯერად ნორმან დამპყრობლებს დაუპირისპირდა, რომელსაც ნორმანდიის ჰერცოგი, უილიამ დამპყრობელი მეთაურობდა. ჰაროლდი ბრძოლაში დამარცხდა და მოკლულ იქნა.
1066 25 დეკემბერი უილიამი ინგლისის მეფედ ეკურთხა, როგორც უილიამ I.
1077 მუშაობა დასრულდა ბაიოს გობელენზე, რომელზეც ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის სცენები იყო ასახული.
1086 მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საყოველთაო საადგილმამულო აღწერა საშინელი სამსჯავროს წიგნში აისახა.
1087 სექტემბერი უილიამ I გარდაიცვალა რუანში და ინგლისის ტახტი მისმა ვაჟმა, უილიამ II-მ დაიკავა.
1100 2-5 აგვისტო უილიამ II ნიუ-ფორესტში ნადირობისას დაიღუპა და ტახტი მისმა უმცროსმა ძმამ, ჰენრი I-მა დაიკავა.

XII საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Year Date Event
1106 28 სექტემბერი ტინჩებრეის ბრძოლა: ჰენრი I-მა თავისი უფროსი ძმა, ნორმანდიის ჰერცოგი, რობერტი, დაამარცხა და ნორმანდია შემოიერთა.
1120 25 ნოემბერი ტახტის მემკვიდრე, უილიამ ადელინი დაიღუპა თეთრი გემის ტრაგედიის დროს.
1135 22 დეკემბერი ჰენრი I-ის სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა დისშვილმა, სტივენმა დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ ტახტის მემკვიდრე ჰენრის ქალიშვილი, მატილდა იყო. მათ შორის დაიწყო სამოქალაქო ომი.
1153 უილინგფორდის ხელშეკრულება: სტივენმა მატილდას ვაჟი, ჰენრი პლანტაგენეტი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა.
1154 19 დეკემბერი ჰენრი II ინგლისის ტახტზე ავიდა და სათავე დაუდო პლანტაგენეტების დინასტიას.
1164 The Constitutions of Clarendon, a set of laws which governed the trial of members of the Catholic Church in England, were issued.
1170 29 დეკემბერი კენტერბერის მთავარეპისკოპოსი თომას ბეკეტი მოკლეს.
1189 6 ივლისი ინგლისის ტახტი რიჩარდ I-მა დაიკავა.
1190 რიჩარდ ლომგული მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობას შეუერთდა. უკან დაბრუნებისას ის ავსტრიელებმა დაატყვევეს და საპყროვილეში რამდენიმე წლის გატარება მოუწია.
1199 სამშობლოში დაბრუნებიდან მალევე, რიჩარდი ბრძოლაში დაიღუპა, მისი ადგილი კი მისმა უმცროსმა ძმამ, ჯონმა დაიკავა.

XIII საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Year Date Event
1209 რომის პაპმა ინოკენტი III-მ ჯონი ეკლესიიდან განკვეთა კენტერბერის არქიეპისკოპოსის არჩევის წესზე უთანხმოების გამო.
1215 15 ივნისი ხელი მოეწერა თავისუფლების დიდ ქარტიას.
1216 ოქტომბერი ბარონების წინააღმდეგ ბრძოლის დროს ჯონი დაიღუპა და მისი ადგილი მცირეწლოვანმა ჰენრი III-მ დაიკავა.
1237 25 სექტემბერი იორკის ხელშეკრულებამ დაადგინა საზღვრები ინგლისისა და შოტლანდიის სამეფოებს შორის.
1264 14 მაისი ლიუისის ბრძოლა: აჯანყებულმა ინგლისელმა ბარონებმა სიმონ დე მონფორის ხელმძღვანელობით დაატყვევა ჰენრი III და მისი ვაჟი, ედუარდი.
1265 სიმონ დე მონფორმა მოიწვია პირველი პარლამენტი, თუმცა იმავე წელს იგი პრინცმა ედუარდმა ბრძოლაში დაამარცხა.
1267 ჰენრიმ აღიარა ლიველინ გრაფიდის ძის მმართველობა უელსში.
1272 ინგლისის ტახტი დაიკავა ედუარდ I-მა.
1277 - 1283 ინგლისმა მოახდინა გვინედის სამეფოს ანექსია.
1279 The Statute of Mortmain was issued.
1287 Rhys ap Maredudd led a revolt against English rule in Wales.
1294 Madog ap Llywelyn led a revolt against English rule in Wales.
1297 11 სექტემბერი სტერლინგის ხიდთან ბრძოლა: შოტლანდიელებმა, უილიამ უოლესის ხელმძღვანელობით, დაამარცხა ინგლისური არმია.