ილიმანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ილიმანი |
||
|---|---|---|
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 6 438 მ. | |
| პირველი ასვლა | 1898 წ. | |
ილიმანის ხედი ლა-პასიდან
ილიმანი (ესპ. Illimani) — მთა ბოლივიაში. მდებარეობს ანდების შემადგენელი ნაწილის, კორდილიერა-რეალის მთათა სისტემაში, ლა-პასის დასავლეთით. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 6 438 მეტრია და წარმოადგენს ბოლივიის სიმაღლით მეორე (ნევადო-სახამის შემდეგ) და სამხრეთ ამერიკის მეთვრამეტე მთას.[1] თოვლის ხაზი ზღვის დონიდან 4 570 მეტრზე გადის. ჩრდილოეთ კალთებზე მდებარეობს მყინვარები. მთას ოთხი მწვერვალი გააჩნია, რომელთაგან უმაღლესია ნევადო-ილიმანი, ალპინისტებში საკმაოდ პოლულარული მწვერვალი.
გეოლოგიურად, ილიმანი გრანოდიორიტისაგან შედგება და მიეკუთვნება კაინოზოურ ჯგუფს.
ილიმანი ლა-პასის თითქმის ყველა ადგილიდან ჩანს და ამ ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ The 6000m peaks of the Andes. andes.org.uk. წაკითხვის თარიღი: 2007-04-13.
სტატიის