შინაარსზე გადასვლა

ტოომას ჰენდრიკ ილვესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ილვესი, ტოომას ჰენდრიკ)
ტოომას ჰენდრიკ ილვესი
ტოომას ჰენდრიკ ილვესი
ესტონეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ოქტომბერი, 2006 – 10 ოქტომბერი, 2016
პრემიერ-მინისტრი  ანდრუს ანსიპი
ტაავი რიივასი
წინამორბედიარნოლდ რუიტელი
მემკვიდრეკერსტი კალიულაიდი

დაბადებული26 დეკემბერი, 1953
სტოკჰოლმი, შვედეთი
პოლიტიკური პარტიასოციალ-დემოკრატიული პარტია
მეუღლეეველინ ილვესი
ჯილდოებიწმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
ხელმოწერა

ტოომას ჰენდრიკ ილვესი (დ. 26 დეკემბერი, 1953, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ესტონელი პოლიტიკოსი დიპლომატი და ჟურნალისტი. ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად წევრი. ესტონეთის პრეზიდენტი 2006 წლის 9 ოქტომბრიდან 2016 წლის 10 ოქტომბრამდე. პრეზიდენტად აირჩიეს 2006 წლის 23 სექტემბერს მოქმედი პრეზიდენტის არნოლდ რუიტელის დამარცხების შედეგად.

დაიბადა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, სადაც საბჭოთა რეჟიმს გაქცეულმა ილვესის მშობლებმა 1944 წელს შეაფრეს თავი. მოგვიანებით ოჯახი აშშ-ში გადასახლდა, სადაც მომავალმა პრეზიდენტმა ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები გაატარა. საშუალო სკოლა 1972 წელს დაამთავრა, 1976 წელს კი დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი და მიიღო ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1978 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი - მაგისტრის ხარისხი.

1984-1988 წლებში მუშაობდა რადიო თავისუფლების ინგლისურენოვან განყოფილებაში. 1988-1993 წლებში კი ესტონურენოვან განყოფილებაში წამყვანად.

1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ილვესი დაბრუნდა ესტონეთის რესპუბლიკაში. 1993-1996 წწ. იყო ესტონეთის ელჩი აშშ-ში, კანადასამექსიკაში. 1996-1998 და 1999-2002 წწ. ეკვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 2004-2006 წლებში ევროპარლამენტის წევრია. 2006 წლიდან კი ქვეყნის პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
არნოლდ რუიტელი
პრეზიდენტი
2006–დღემდე
შემდეგი: