არნოლდ რუიტელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არნოლდ რუიტელი

არნოლდ რუიტელი (ესტ. Arnold Rüütel) (დ. 10 მაისი 1928) — ესტონელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ესტონეთის პრეზიდენტი 2001-2006 წწ.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა კუნძულ საარემააზე, ლაიმიალას თემში. 1949 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი იანედაში, მუშაობდა უფროს აგრონომად (1949—1950) საარემააზე, 1969—1977 წწ არნოლდ რუიტელი ესტონეთის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის რექტორი იყო. 1977 — დან კომუნისტური პარტიის პარტიის ცკ ბიუროს წევრი. 1983 წელს ესტონეთის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ იქნა დანიშნული. 1990 წლის მარტში ესტონეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, სწორედ მისი მეთაურობისას გამოცხადდა 1991 წელს ესტონეთის დამოუკიდებლობა. საკუთარი კანდიდატურა პირველ საპრეზიდენტო არჩევნებზეც წააყენა, თუმცა, 1992 წლის არჩევნებზე ხმათა მხოლოდ 43% დააგროვა. იმდროს ესტონეთის პრეზიდენტი ლენარტუ მერი გახდა.

[რედაქტირება] სკანდალი

2006 წლის იანვარში ესტონეთის ტელევიზიამ პროგრამაში "თვითმხილველი" სკანდალური ტელესიუჟეტი გაუშვა, სადაც ასახული იყო ახალგაზრდული ორგიები, რომელთაც პრეზიდენტის არასწულწლოვანი შვილიშვილები - 15 წლის ჰელენა და 13 წლის მარია აწყობდნენ საპრეზიდენტო სასახლე კადრიორგში. სიუჟეტი სწორედ მაშინ გავიდა ეთერში, როდესაც ესტონეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელება იყო. სკანდალური ფაქტების ტელეეკრანზე მოხვედრიდან ერთ დღეში ქვეყნის 12-მა გავლენიანმა გაზეთმა პირდაპირ დაუსვა კითხვა არნოლდ რუიტელს, აპირებდა თუ არა იგი მაინც მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.

2006 წლის 19 იანვარს პრეზიდენტი და მისი მეუღლე ინგრიდი მაყურებლებს ბოდიში მოუხადეს და ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს თხოვნით მიმართეს ამ პრობლემას "გაწონასწორებულად მისდგომოდნენ".


წინამორბედი:
ლენარტ მერი
ესტონეთის პრეზიდენტი
20012006
შემდეგი:
ტოომას ჰენდრიკ ილვესი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე