იბნ ალ-ჰაისამი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იბნ ალ-ჰაისამი
დაბ. თარიღი 965
დაბ. ადგილი ბასრა
გარდ. თარიღი 1039
გარდ. ადგილი კაირო

იბნ ალ-ჰაისამი (დ. 965, ბასრა — გ. 1039, კაირო) — არაბი მეცნიერი. ახალგაზრდობაშივე გადავიდა ეგვიპტეში (კაიროში), სადაც ხალიფა ალ-ფატიმას ემსახურებოდა. მას ეკუთვნის მრავალი შრომა ფიზიკის, მათემატიკის, მედიცინისა და ფილოსოფიის დარგში. განსაკუთრებით საინტერესოა მისი შრომა ოპტიკაში, რომელიც პირველად 1572 წელს გამოქვეყნდა (ლათინურ ენაზე). ეს შრომა ყველაზე სრულად გადმოსცემს იმდროინდელი ოპტიკურ საკითხებს. განსაკუთრებით საინტერესოა მონაცემები თვალის აგებულების შესახებ, რომელიც უახლოვდება თანამედროვე წარმოდგენას. მასში გამოთქმულია აგრეთვე სინათლის გავრცელების სიჩქარის სასრულობის ჰიპოთეზა. მის „ოპტიკაში“ მოცემულია კამერა-ობსკურას ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი აღწერა.

ლიტერატურა[რედაქტირება]