იაელ დაიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაელ დაიანი
დაბადების თარიღი 12 თებერვალი 1939 (84 წლის)
ნაჰალალის მოშავი, ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორია
მოქალაქეობა ისრაელის დროშა ისრაელი
განათლება იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი; ისრაელის ღია უნივერსიტეტი
საქმიანობა მწერალი, პოლიტიკოსი, ქნესეთის მე-13, მე-14, მე-15 მოწვევის წევრი
პარტია ავოდა, მერეცი
მეუღლე(ები) დოვ სიონი
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: მოშე დაიანი
დედა: რუთ დაიანი

იაელ დაიანი ( ებრ. יעל דיין დ. 12 თებერვალი, 1939, ნაჰალალის მოშავი) — ისრაელელი მწერალი და პოლიტიკოსი, ქნესეთის წევრი 1992 წლიდან 2003 წლამდე, ასევე იკავებდა თელ-ავივის მერის მოადგილის თანამდებობას. იაელ დაიანმა პოლიტიკური კარიერა 2013 წელს დაასრულა. იგი არის ისრაელის სამხედრო მოღვაწის და პოლიტიკოსის მოშე დაიანას ქალიშვილი და ისრაელელი მსახიობის და რეჟისორის ასი დაიანის და.[1]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაელ დაიანი დაიბადა ნაჰალალის მოშავში ბრიტანეთის მანდატის დროს, იგი გენერალ მოშე დაიანის ქალიშვილი და პოლიტიკური მოღვაწის შმუელ დაიანის შვილიშვილია. თავიდან მსახურობდა ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF - „ ცახალი“) ,სამხედრო სამსახურის შემდეგ სწავლა გააგრძელა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ებრაულ უნივერსიტეტში, ხოლო ბიოლოგის პროფესიას ისრაელის ღია უნივერსიტეტში ეუფლებოდა.

1959 წლიდან 1967 წლამდე ურთიერთობაში იყო ბერძენ კინორეჟისორ და სცენარისტ მიხალის კაკოიანისთან და ცხოვრობდა საბერძნეთში. [2] მოგვიანებით იაელი დოვ სიონზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი შეეძინა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაელ დაიანის ლექცია ებრაულ უნივერსიტეტში. 2014 წელი

პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე იაელ დაიანი იყო მწერალი და ჟურნალისტი, მის სტატიებს აქვეყნებდნენ ისრაელის წამყვანი გაზეთები: იედიოთ ახრონოთი Maariv, ალ-ჰამიშმარი და Davar . მან ასევე გამოაქვეყნა ექვსი მოთხრობა, მემუარები ექვსდღიანი ომის შესახებ და მამის, მოშე დაიანის ბიოგრაფია.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაელ დაიანი აქტიურად გამოდიოდა ომის წინააღმდეგ ხელმძღვანელობდა შალომ აჩშავს და კითხულობდა ლექციებს მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების თემებზე.[3] ისრაელში მან ასევე აწარმოა კამპანია ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებებისა და ლგბტ უფლებების დასაცავად.

1992 წელს იაელ დაიანი აირჩიეს ქნესეთში „ავოდას“ (ისრაელის ლეიბორისტული პარტია) სიიდან. იგი ხელმძღვანელობდა ქალთა უფლებების კომისიას. პოლიტიკოსი ხელახლა აირჩიეს ქნესეთში 1996 და1999 წლებში (ერთიანი ისრაელის ბლოკიდან).

1996 წელს ი.ლედერმანმა ჰებრონში ვიზიტის დროს მას ცხელი ჩაი შეასხა, რა დროსაც იაელმა მიიღო სხეულის დაზიანება. ამისთვის ლედერმანს მიესაჯა პატიმრობა და ჯარიმა.

2003 წლის არჩევნების დროს დაიანმა კვლავ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ დამარცხდა. შედეგად დატოვა ლეიბორისტული პარტია „ავოდა“ და შეუერთდა იოსი ბეილინის მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტია "მერეცს". 2004 წლის თელ-ავივის მუნიციპალურ არჩევნებში პარტიის სიის სათავეში მოხვდა. პარტიამ მოიპოვა 31 ადგილიდან 5 და შევიდა რონ ჰულდაის კოალიციაში. 2013 წლამდე იგი პასუხისმგებელი იყო ქალაქის სოციალურ სერვისებზე. ქალაქის მერმა რონ ჰულდაიმ 2013 წლის არჩევნებში იაელი არ შეიყვანა საარჩევნო სიაში. შედეგად, იაელ დაიანმა პოლიტიკური კარიერა დაასრულა.[4]

ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tel-Aviv municipality- The Mayor and The Municipal Council დაარქივებულია 27 თებერვალი 2014 Wayback Machine
  2. שביט בן-אריה, חברות הכנסת: נשים מובילות בישראל, תשע"א-2011
  3. Yael Dayan: Public Activities დაარქივებული 2023-01-03 საიტზე Wayback Machine. Knesset website
  4. "{title}". Archived from the original on 27 February 2014. Retrieved 24 February 2014