თრიმლი (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თრიმლი

Cotinus coggygria
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  საპინდუსისნაირნი
ოჯახი:  თუთუბოსებრნი
გვარი:  თრიმლი
ლათინური სახელი
Cotinus (Mill., 1754)

თრიმლი (ლათ. Cotinus) — მცენარის გვარი თუთუბოსებრთა ოჯახისა. შეიცავს 2 ან 7–8 სახეობას.[1] ბუჩქი ან პატარა ფოთოლმცვივანი ხეა. ჩვეულებრივი თრიმლი გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში.

იზრდება მშრალ ქვიან და კლდოვან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ზოგჯერ ქვეტყვედ — მუხნარსა, ჯაგრცხილნარსა, ღვიიანსა და ფიჭვნარში. სინათლის მოყვარული და გვალვაგამძლეა, ნიადაგისადმი ნაკლებად მომთხოვნი. მრავლდება ამონაყრითა და თესლით. ფოთლებს ხმარობენ ტყავის მოსათრიმლად. მერქანი მოყვითალო მწვანეა, იყენებენ სახარატო საქმეში, აგრეთვე მატყლისა და ტყავის შესაღებად.

დეკორატიულია, განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როდესაც ფოთლები მთლიანად უწითლდება. იყენებენ ფერდობების გასამწვანებლად და გასამაგრებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]