თორთომისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თორთუმჩაი)
თორთომისწყალი

თორთომისწყლის ხეობა
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეულები ართვინის პროვინცია
ერზურუმის პროვინცია
სათავე დუმლუ-დაღი
40°13′55″ ჩ. გ. 41°34′58″ ა. გ. / 40.23194° ჩ. გ. 41.58278° ა. გ. / 40.23194; 41.58278
სათავის სიმაღლე 2400 მ
შესართავი ოლთისისწყალი
40°46′37″ ჩ. გ. 41°42′16″ ა. გ. / 40.77694° ჩ. გ. 41.70444° ა. გ. / 40.77694; 41.70444
სიგრძე 112 კმ
აუზის ფართობი 2100 კმ²
მდინარის სისტემა ოლთისისწყალიჭოროხიშავი ზღვა
თორთომისწყალი — თურქეთი
თორთომისწყალი
თორთომისწყალი
— სათავე, — შესართავი
თორთომისწყალი ვიკისაწყობში

თორთომისწყალი, თორთუმჩაი (თურქ. Tortum Çayı) — მდინარე თურქეთში, ართვინისა და ერზურუმის პროვინციებში. მდინარე ოლთისისწყლის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 112 კმ, აუზის ფართობი 2100 კმ². სათავე აქვს დუმლუ-დაღის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2400 მ სიმაღლეზე. მიედინება ტექტონიკური წარმოშობის ღრმა და ვიწრო ხეობაში, რომელიც ორიენტირებულია ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ.[1][2]

იერთებს მრავალ შენაკადს, გამოიმუშავებს ვიწრო ხეობას და ერთვის თორთომის ტბას.[3] ტბიდან გამოსვლის შემდეგ, წარმოქმნის 48 მ სიმაღლის ამავე სახელწოდების ჩანჩქერს. საზრდოობს ძირითადად თოვლის წყლით. აუზი ტყითაა დაფარული. გამოიყენება სარწყავად.[4] არის ჰესი.[5]

მდინარის მარცხენა მაღალ ნაპირზეა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ოშკი, ხოლო მდინარის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში ქართული მონასტერი ხახული.[6] თორთომისწყლის სათავეებთანაა თორთომის ციხე.[7] თორთომისწყლის ხეობაში მდებარეობდა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თორთომის პროვინცია, რომლის ცენტრი იყო თორთომის ციხე.[8]

მდინარე „თორთომი“ აღწერილი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“:[9]

ვიკიციტატა
„ხოლო თორთომის მდინარე გამოსდის დევაბოინის მთასა და მოდის სამჴრიდამ ჩდილოდ, გასჭრის სპერის მთას სათჳს და მიერთვის ისპირის მდინარეს. ამ ისპირის მთას ზეით არის თორთომის ჴეობა და ამ ისპირის მთის ფრიად ზეით მოერთვის დასავლეთიდამ თორთომის მდინარეს ჴევი, შიფაქლუს მთის გამომდინარე, და მოდის პირველ სამჴრიდამ ჩდილოდ, მერმე დასავლეთიდამ აღმოსავლეთად.“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бойнагрян В.Р. Геоморфология Армянского нагорья. ЕГУ, Ереван, 2016 г., 254 стр.
  2. Natural Environment and Culture in the Mediterranean Region II. 2012
  3. Топографическая карта K–37–36 — 1 : 100 000. Олту. 1973
  4. Габриелян Г.К. Армянское нагорье (на арм. яз.). Ереван: Изд-во Ереван. ун-та, 2000.
  5. Tortum Çayı — Enerji Atlası დაარქივებული 2021-06-14 საიტზე Wayback Machine. www.enerjiatlasi.com
  6. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. თბ., 1974.
  7. გიორგი ქავთარაძე. ტაოს უძველესი ციხე-ქალაქების ადგილმდებარეობის გამო. კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული. თბილისი, 2006. 1512–4096 N12, გვ. 86–108
  8. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. წ. 2, (ვ-მ). 2005
  9. ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია). თბილისი, 1941