თიხის სარკოფაგები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამთავროს სამაროვანი

თიხის სარკოფაგები — ადრეული შუასაუკუნეების ადრეულ ეტაპზე არცთუ იშვიათად გვხვდება. სამარხთა ტიპი ადრეული შუა საუკუნეების საქართველოში. ყველაზე მეტად ის უფრო შიდა ქართლშია გავრცელებული, თუმცა გვხვდება სხვა რეგიონებშიც (მაგ. თელავთან, სოფელ შალაურის მახლობლად — ნასოფლარი მარკაანი). ისინი წარმოადგენენ მოგრძო ოვალს, რომელთაც ზემოდან ეფარა ბრტყელი სახურავები. სახურავების კიდეები გადაკეცილია და კარგად ერგება სარკოფაგს ორფერდა სახურავი ჰქონია. სარკოფაგების ფსკერზე დატანებულია 8-10 ნახვრეტი, რომელთა დანიშნულება სავსებით გასაგებია, მიცვალებულის გახრწნის პროცესსი გამოყოფილი სითხე სწორედ ამ ნახვრეტებიდან უნდა გასულიყო გარეთ. სარკოფაგები მზადებოდა მსხვილმარცლოვანი თიხისგან. ისინი არათანაბრადაა გამომწვარი. სარკოფაგები იდგმებოდა მოგრძო ორმოში, რომელიც შემგომ იფარებოდა ერთმანეთზე მჭიდროდ მიჯრილი ხის ძელებით. რუსთავის ერთ-ერთ სამაროვანზე სარკოფაგები ზოგჯერ ქვის სამარხში იყო მოქცეული. ასეთივე ვითარება დასტურდება სამთავროსა და ზოგიერთ სხვა სამაროვანზე. თიხის სარკოფაგებში გვხვდება როგორც ინდივიდუალური, ისე წყვილადი და კოლექტიური დაკრძალვა. მაგ. რიყიანების ველის (სოფ. აღაიანთან) IV საუკუნის ერთ-ერთ სარკოფაგში მამაკაცი დაკრძალური იყო გვერძზე მწოლიარე ანუ წარმართული წესით. მის გვერდზე აღმოჩნდა ქრისტიანული წესით დაკრძალული დედაკაცი. თიხის სარკოფაგები, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები ძირითადად IV-VI საუკუნეებში ექცევა, გამოვლენილია სხვადასხვა პუნქტებში: მცხეთაში, საგურამოში, ურბნისში, ბორჯომის ხეობა, რუსთავში, ატენში, ქსოვრისში, ახალგორში და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ტ. I, გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2014, გვ. 216.