თინათინ ქუთათელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქუთათელაძე.

თინათინ კონსტანტინეს ასული ქუთათელაძე (დ. 1910, ქუთაისი — გ. 1996) — ერთ-ერთი პირველი ქართველი ინჟინერ-მშენებელი ქალი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ინჟინერი (1960), სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი 1982 წელი საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერულ და ტექნიკურ დარგში 1987 წელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1932 წელს დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი. 1933 წლიდან მუშაობდა „კვებპროექტში“, „ახალმშენის“ სამშენებლო ტრესტის სამუშაოთა მწარმოებლად, „თბილმშენის“ სამშენებლო ტრესტის კანტორის უფროსად სსრკ-გერმანიის ომამდე იყო თბილისის საავიაციო ქარხნის მშენებლობის ჯერ სამშენებლო უბნის შემდეგ კი საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელი 1944-1947 წლებში ტრესტ „თბილმშენის“ მთის ინჟინერი და მმართველი. პირველი მოადგილე. 1947-1951 წლებში მუშაობდა თბილისის სტალინის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. 1951-1952 წლებში მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოადგილედ მშენებლობის დარგში; თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტში ხელმძღვანელობდა მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილებას: 1953–1958 წლებში იყო თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარისრის მოადგილე, 1958 წლიდან -საქართველოს მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი 1995 წელს. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]