თერიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თერიონი
2130860153 281d30b3bf b.jpg
თერიონი 2007 წელს სტუმარ ვარსკვლავებთან ერთად
ბიოგრაფია
მეტსახელი ბლიტზკრეიგი (1987–1988)
მეგათერიონი (1988)
წარმოშობა უპლანდს ვესბი, შვედეთი
ჟანრ(ებ)ი სიმფონიური მეტალი
გოთური მეტალი[1][2][3][4]
ავანგარდული მეტალი[4]
დეზ მეტალი (ადრეული)
აქტიური 1987–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Deaf, Active, Megarock, Nuclear Blast
ასოციაციები Carbonized, Serpent, Demonoid, Shadowseeds, Candlemass, Dezperadoz
წევრები კრისტოფერ იუჰანსონი
ნალე გრიზლი პოლსონი
კრისტიან ვიდალი
იუჰან კოლებერგი
თომას ვიკსტრემი
თერიონი კონცერტზე პარიზში, 22 დეკემბერი, 2007.

თერიონიშვედური სიმფონიური მეტალ ჯგუფი, დაარსებული 1987 წელს. ჯგუფის დამაარსებელია ბასისტი კრიტოფერ იუჰანსონი. სიტყვა „თერიონი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან therion (θηρίον), რაც ნიშნავს „მხეცს“. ეს „მხეცი“ სწორედ ისაა, რომელიც აღწერილია ქრისტიანულ იოანეს გამოცხადებაში.[5][6]

დაიწყეს როგორც დეზ მეტალ ჯგუფმა, მხოლოდ შემდგომ პერიოდში ჩართეს ორკესტრის ელემენტები მათივე მეტალ მუსიკაში. აშკარად იყენებდნენ აკორდებს კლასიკური მუსიკიდან და არამარტო როგორც დამატებების სახით, არამედ კომპოზიციების შიდა სტრუქტურის ნაწილების სახითაც. თერიონი პირველი მეტალ ჯგუფია სრულიად ცოცხალი ორკესტრის ელემენტებით. ისაა ასევე ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა, პოპულარობა მოიხვეჭა და გავლენა იქონია[7] სიმფონიურ მეტალზე, როგორც ჟანრზე. მოხსენიებულია, როგორც „ჩვენი დროის ყველაზე ავანტურული მეტალ ჯგუფი“.[8] ყველაფერი ზემოთ აღნიშნულის გამო ჯგუფის მუსიკას უწოდეს „საოპერო მეტალი“.

თერიონის მუსიკა თემებად იყენებს სხვადასხვა მითოლოგიებს და დაფუძნებულია კონცეპციებზე, რომელიც მოიცავს ოკულტიზმიდან დაწყებული მაგიითა და უძველესი ტრადიციებითა და ხელნაწერებით დამთავრებული. ტექსტების უმრავლესობა დაწერილია თომას კარლსონის მიერ, რომელიც რიტუალური მაგიის ორდენის Dragon Rouge დამფუძნებელი და თავმჯდომარეა, ხოლო იუჰანსონი - მისი წევრი.[9] ჯგუფმა გამოიცვალა მრავალი წევრი და შეიცვალა არაერთი ჟანრი მისი ისტორიის მანძილზე.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : თერიონის დისკოგრაფია.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ჩად ბოუარი. Gothic Kabbalah-ის მიმოხილვა. About.com. წაკითხვის თარიღი: 2008-03-14.
  2. ჯეფ მაკი. Gothic Kabbalah-ის მიმოხილვა. Live-metal.net. წაკითხვის თარიღი: 2008-03-14.
  3. თერიონის ოფიციალური მაისპეისი
  4. 4.0 4.1 გარი შარფ-იანგი. თერიონი. MusicMight. წაკითხვის თარიღი: 2010-05-23.
  5. eutherian-ის განსაზღვრება. Merriam-Webster-ის ონლაინ ლექსიკონი. წაკითხვის თარიღი: 2007-10-10.
  6. იოანეს გამოცხადება: 11 ახალი სახალხო აღთქმა. ონლაინ პარალელური ბიბლია. წაკითხვის თარიღი: 2007-10-10.
  7. თომ იურეკი. Gothic Kabbalah-ის მიმოხილვა. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2007-07-25.
  8. გარი შარფ-იანგი. (2007-03-09)თერიონის ბიოგრაფია. MusicMight. წაკითხვის თარიღი: 2007-07-25.
  9. Embracing The Dark: The Magic Order of Dragon Rouge – book description. Official store. დაარქივებულია ორიგინალიდან 30 აპრილი, 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-07-25.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]