თემიდა
თემიდა (Themis, ნათესაობითი ბრუნვა Themidos) — მართლმსაჯულებისა და სამართლისნობის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. ურანოსისა და გეას ასული, ზევსის ცოლი. თემისი წინასწარმეტყველი იყო და კაცთა მოდგმას ზევსის ნებასურვილს აუწყებდა. რომაულ მითოლოგიაში მის ანალოგისაგან, იუსტიციასგან განსხვავებით, მიუმხრობლობისა და ნეიტრალურობის ნიშნად თვალახვეულს გამოსახავდნენ, თემიდა ფართოდგახელილი თვალებით იყო წარმოდგენილი, რათა სიმართლე კარგად დაენახა. იუსტიციასა და თემიდას შორის ამ მნიშვნელოვან განსხვავებაზე დღეს ხშირად მიუთითებენ, როდესაც სამართლისა და სამართლიანობის სხვადასხვაგვარ გაგებაზე საუბრობენ[1]. თემიდა წარმოდგენილი იყო სიუხვის რქითა და სასწორით ხელში. ხშირად იურისტებსა და მოსამართლეებს თემიდას მსახურს უწოდებენ.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: თემიდა
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 4, გვ. 650-651, თბ., 1979
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ გ. ხუბუა, სამართლის თეორია, გვ. 67, ნაწ. 185