თელავის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ თელავის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოება მიწერილი მეურნეობის სახით ფლობდა 12 000 ჰექტარ სანადირო სავარგულს, რომლის საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — ყვარლის რაიონი, დასავლეთით — ახმეტის რაიონი, ჩრდილოეთით — დაღესტნის ასსრ და ახმეტის რაიონი, სამხრეთით — საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონები.

თელავის რაიონის ბუნებრივი პირობები ხელს უწყობდა მრავალი სახეობის გარეული ცხოველის არსებობას. ამიტომაც გარდა იხვისა და არჩვისა, აქ მცირე რაოდენობით გვხვდებოდა ირემი, კურდღელი, მაჩვი, ციყვი, კვერნა, დათვი, მგელი, ტურა, მელა, გარეული კატა, როჭო, შურთხი, ხოხობი და სხვ.

რაიონის მონადირეთა აქტივის თაოსნობით აქ შეიქმნა კისისხევის სახოხბე მეურნეობა, სადაც აშენებული იყო მონადირის ორი სახლი, მეურნეობა შემოღობილი იყო მავთულბადით, კეთილმოწყობილი იყო ეზო, ითესებოდა სხვადასხვა კულტურები, რომელსაც ხოხობი საბუდრად და საკვებად იყენებდა.

რაიონის მონადირეთა ცალკეული კოლექტივებისათვის კისისხევის მეურნეობა საჩვენებელი იყო. ამ კოლექტივებს შესაძლებლობა ჰქონდათ მის მსგავსად მოეწყოთ თავიანთი მეურნეობები იმ მიწერილ სავარგულებში, რომლებიც მიმაგრებული ჰქონდათ პირველად კოლექტივებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]