ჯგერდის მიწერილი სანადირო მეურნეობა
ჯგერდის მიწერილი სანადირო მეურნეობა — მიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ აფხაზეთის ასსრ ოჩამჩირის რაიონში. ჯგერდის მიწერილი სანადირო მეურნეობა მოიცავდა 2 000 ჰექტარ ფართობს შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით — ჩილიურის სატყეო, დასავლეთით — სოფელ ჯგერდის „პრავდის“ სახელობის კოლმეურნეობის მიწები, ჩრდილოეთით — გულრიფშის სატყეო, სამხრეთით — სუვოროვის სახელობის კოლმეურნეობის მიწები. აღნიშნული მეურნეობების რელიეფი, ძირითადად, მთაგორიანი და ადგილ-ადგილ დასერილი იყო ხევებით. დაცვისა და ცხოველთა გავრცელების მიხედვით ძლიერ წააგავდა გუმისთის მეურნეობას.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვ. ბურჯანაძე, მონადირის ცნობარი, გვ. 179, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1969.