თეთრყვავილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრყვავილა

ლაგოდეხის თეთრყვავილა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ამარილისისებრნი
გვარი:  თეთრყვავილა
ლათინური სახელი
Galanthus L., 1753

თეთრყვავილა (ლათ. Galanthus) — მცენარის გვარი ამარილისისებრთა ოჯახისა. პატარა ზომის მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარეებია. აქვთ ორი, ხაზური ან მოგრძო ხაზური ფოთლები და რამდენადმე გრძელი საყვავილე ღერძი, რომელზედაც მეტწილად ერთი თავჩაქინდრული თეთრი ყვავილია.

17-18 სახეობა გავრცელებულია მცირე აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში. 11 სახეობა კავკასიაშია გავრცელებული, საქართველოში — 9 (ალპური თეთრყვავილა, ლაგოდეხის თეთრყვავილა, ბრტყელფოთოლა თეთრყვავილა, ვორონოვის თეთრყვავილა და სხვ.), რომელიც მთის ტყეებსა და მაღალმთის მდელოებზე იზრდება, მ. შ. საქართველოს ენდემია, ხოლო 1 — კავკასიისა. ადრე გაზაფხულზე ლამაზად მოყვავილე მცენარეებია. ცნობილია მისი ბაღის რამდენიმე ფორმა, მ. შ. ვარაც (ბუთხუზაც). თეთრყვავილას ზოგიერთი სახეობის ფოთლები და ბოლქვები შეიცავს ალკალოიდებს — ლევოინსა და ლევკოციტინს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]