ამარილისისებრნი
| ამარილისისებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Amaryllidaceae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ამარილისისებრნი, ნარგიზისებრნი (Amaryllidaceae), ერთლებლიანი ყვავილოვანი მცენარეების ოჯახი. მრავალწლოვანი, ბოლქვიანი, იშვიათად ფესურიანი ბალახოვანი მცენარეები. აქვს ორსქესიანი აქტინომორფული ყვავილები; ყვავილის ქვედა ნასკვით განსხვავდებიან მათთან ახლოს მდგომ შროშანისებრთა ოჯახისაგან. ცნობილია 75 გვარის 100-მდე სახეობა. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, უმეტესად სამხრეთ აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში ველურად იზრდება 4 გვარი: ცხენისკბილა (Leucojum), შტერნბერგია (Sternbergia), პანკრაციუმი (Pancratium) და თეთრყვავილა (Galanthus). ეს უკანასკნელი ფართოდ არის გავრცელებული ჩვენში და რამდენიმე ენდემურ სახეობას შეიცავს. ცნობილია მისი ადრე გაზაფხულზე მოყვავილე სახეობები. ამარილისისებრთა უმრავლესობა (ნარგიზი, ამარილისი, კლივია და სხვა) დეკორატიულია. ზოგი სახეობა ალკალოიდებს შეიცავს და მათ მედიცინაში იყენებენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ხარაძე ა., ქსე, ტ. 1, გვ. 349, თბ., 1975