პროტესტანტული უნია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროტესტანტული უნია (გერმ. Protestantische Union) — გერმანიის პროტესტანტული სამთავროებისა და საიმპერიო ქალაქების კავშირი. შეიქმნა 1608 წლის 14 მაისს აუჰაუზენში კათოლიკეთა ხელყოფისაგან თავის დასაცავად. პროტესტანტულ უნიაში გაერთიანდნენ: ანჰალტი, პფალცის საკურფიურსტო, ვიურტემბერგი, ბადენი, კულმბახი, ანსბახი, ნოიბურგ-პფალცი, 1609 წლიდან – ქალაქები სტრასბურგი და ულმი, 1610 წლიდან – ბრანდებურგის საკურფიურსტო და ჰესენი. პროტესტანტული უნიის შექმნას უსწრებდა ლუთერანებისა და კალვინისტების ორი დამოუკიდებელი კავშირი (1605 წ.). პროტესტანტული უნიას საერთო ხაზინა ჰქონდა და ჰყავდა ჯარი. მას მეთაურობდა დირექტორი – პფალცის კურფიურსტი ფრიდრიხ IV, ხოლო 1615 წლიდან – მისი ძე ფრიდრიხ V. პროტესტანტულ უნიას ემხრობოდნენ საფრანგეთი, შეერთებული პროვინციების რესპუბლიკა (ჰოლანდია) და ინგლისი. პროტესტანტული უნიის საპირისპიროდ შეიქმნა კათოლიკური ლიგა (1609 წ.). პროტესტანტული უნია დაიშალა შინაგანი წინააღმდეგობისა და ჰაბსბურგულ-კათოლიკური ბლოკის გამარჯვების შედეგად 1621 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება]