როკრუის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრინცი კონდე როკრუის ბრძოლაში

როკრუის ბრძოლა — ბრძოლა საფრანგეთის არმიასა (სარდალი პრინცი კონდე) და ესპანეთის ჯარებს (სარდალი ფრანსისკო დე მელო) შორის საფრანგეთის ქ. როკრუის მახლობლად, 1643 წლის 19 მაისს, ოცდაათწლიანი ომის (1618-1648 წწ.) დროს. ესპანეთის ჯარები გარს ერტყნენ საფრანგეთის ციხესიმაგრე როკრუას. მოწინააღმდეგის ზურგში ფრანგთა კავალერიის გადამწყვეტი დარტყმის შედეგად ესპანეთის დაქირავებული ქვეითი ჯარი განადგურდა. როკრუასთან გამარჯვებამ საფრანგეთს ესპანეთის ნიდერლანდისაკენ გაუხსნა გზა და ელზასის აღების საშუალება მისცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]