კათოლიკური ლიგა (გერმანია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კათოლიკური ლიგა.
კათოლიკური ლიგის დროშა

კათოლიკური ლიგაგერმანელი კათოლიკე სასულიერო და საერო ფეოდალების გაერთიანება. შეიქმნა 10 ივლისს პროტესტანტულ უნიასთან საბრძოლველად. მისი ინიციატორი და მეთაური იყო მაქსიმილიან I ბავარიელი. კათოლიკური ლიგა იქცა კათოლიკური რეაქციის ერთ-ერთ მთავარ ძალად არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელ დასავლეთ ევროპაში. კათოლიკურმა ლიგამ შექმნა დიდი არმია იოჰან ტილის მეთაურობით. ოცდაათწლიანი ომის (1618-1648 წწ.) დაწყებისთანავე კათოლიკურმა ლიგამ კავშირი შეკრა ფერდინანდ II არაგონელთან. ლიგის ჯარებმა მთელი რიგი გამარჯვებები მოიპოვეს. საიმპერიო არმიის შექმნის შემდეგ კათოლიკური ლიგის გავლენა შემცირდა. შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფის არმიასთან ბრძოლებში (1631-1632 წწ.) დამარცხებათა შემდეგ კათოლიკური ლიგა პრაღის ზავის (1635 წ.) თანახმად დაშალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]