თბილისის უნივერსიტეტი „მეტეხი“

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის უნივერსიტეტი „მეტეხი“ დაარსდა თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში 2002 წლის მაისში. უნივერსიტეტი გარშემორტყმულია ძირძველი ისტორიული ძეგლებით; მათ შორისაა უძველესი “მეტეხის” ეკლესია, შესანიშნავი “სამების” საკათედრო ტაძარი. უნივერსიტეტის სახელდებისას, უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა, პროფესორმა მანონ ქირთბაიამ და ეკა გოგორიშვილმა, გაითვალისწინეს მისი მდებარეობა ქალაქის ძველ უბანში.

თბილისის უნივერსიტეტი „მეტეხი“ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ამბიციური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც დაარსების პირველივე დღიდან ზედმიწევნით ასრულებს თავის მისიას. უნივერსიტეტის პედაგოგიური კოლექტივი ძირითადად დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლებით, რაც, თავის მხრივ, საუკეთესო საშუალებაა შემოქმედებითი აზროვნებისა და დინამიზმისთვის. სწორედ ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების შრომით უნივერსიტეტი გამოირჩევა განსაკუთრებული ინტელექტუალური ძალისხმევითა და ამბიციებით. უნივერსიტეტი წინ მიიწევს როგორც რაოდენობრივი ფაქტორის, ასევე ხარისხის ამაღლების თვალსაზრისითაც.

მსოფლიოში არსებული საგანმანათლებლო სტანდარტების, კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის და ბოლონიის პროცესის მოთხოვნათა გათვალისწინებით „მეტეხში“ ისწავლება როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე აკადემიური დისციპლინები.

უნივერსიტეტი იყო და დღემდე აქტიური ინიციატორია ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროში გატარებული რეფორმებისა.

„მეტეხი“ სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შემდეგ ფაკულტეტებზე: სამართლის ფაკულტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჯანდაცვის ფაკულტეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]