თაღლითა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაღლითა (Alburnus), თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 20 სმ-მდეა, წონა - 60 გ-მდე. აქვთ თხელი მბზინვარე ქერცლით დაფარული, გვერდებიდან შებრტყელებული და წაგრძელებული სხეული. მტკნარი წყლის ქარავნული თევზებია. გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე აზიაში, სირიაში და ჩრდილოეთ ირანში. შეიცავს 6 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება მტკვრის თაღლითა (Alburnus filippi), თეთრულა (Alburnus alburnus) და ჩრდილოკავკასიური თაღლითა (Alburnus charusini). მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვთ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • დემეტრაშვილი მ., ქსე, ტ. 4, გვ. 593, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე