თარგი:დღის სტატია:07-15

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ნეველი ბრძოლის დროს, ავტ. ბორის ჩორიკოვი.
ალექსანდრე ნეველი ბრძოლის დროს, ავტ. ბორის ჩორიკოვი.

ნევის ბრძოლა — ბრძოლა რუსეთისა და შვედეთის ჯარებს შორის მდინარე ნევაზე. გაიმართა 1240 წლის 15 ივლისს. შვედეთის ჯარებს სარდლობდა მეფე ერიკ XI-ის სიძე ბირგერი. ნოვგოროდის მთავარი ალექსანდრე იაროსლავის ძე მდინარე ვოლხოვის გზით ლადოგის ტბასთან პირველი მივიდა. ამ დროისათვის შვედებმა თავიანთ მოკავშირეებთან (ნორვეგიელები და ფინელები) ერთად მდინარე იჟორის შესართავს მიაღწიეს. რუსებმა ისარგებლეს ნისლით, უეცრად დაესხნენ მათ თავს და გაანადგურეს. თვით ბირგერი ალექსანდრე იაროსლავის ძემ პირისპირ ბრძოლაში დაჭრა. ამ ბრძოლაში გამოჩენილი მხედრთმთავრული ხელოვნებისა და მამაცობისათვის ალექსანდრე იაროსლავის ძეს ნეველი შეარქვეს.