ნევის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნევის ბრძოლა
შვედურ-ნოვგოროდული ომის ნაწილი
Chorikov.jpg
ალექსანდრე ნეველი ბრძოლის დროს, ავტ. ბორის ჩორიკოვი.
თარიღი 15 ივლისი 1240
მდებარეობა მდინარე ნევა, რუსეთი
შედეგი ნოვგოროდელბის გამარჯვება
მხარეები
ნოვგოროდის რესპუბლიკა შვედეთის სამეფო
მეთაურები
ალექსანდრე ნეველი ბირგერ იარლი

ნევის ბრძოლა — ბრძოლა რუსეთისა და შვედეთის ჯარებს შორის მდინარე ნევაზე. გაიმართა 1240 წლის 15 ივლისს. შვედები მიზნად ისახავდნენ მდინარე ნევის შესართავისა და ქ. ლადოგის ხელში ჩაგდებას, რომ დაუფლებოდნენ „ვარიაგებიდან ბერძნებამდე“ გზის უმნიშვნელოვანეს უბანს. შვედეთის ჯარებს სარდლობდა მეფე ერიკ XI-ის სიძე ბირგერი. ნოვგოროდის მთავარი ალექსანდრე იაროსლავის ძე მდინარე ვოლხოვის გზით ლადოგის ტბასთან პირველი მივიდა. ამ დროისათვის შვედებმა თავიანთ მოკავშირეებთან (ნორვეგიელები და ფინელები) ერთად მდინარე იჟორის შესართავს მიაღწიეს. რუსებმა ისარგებლეს ნისლით, უეცრად დაესხნენ მათ თავს და გაანადგურეს. თვით ბირგერი ალექსანდრე იაროსლავის ძემ პირისპირ ბრძოლაში დაჭრა. ამ ბრძოლაში გამოჩენილი მხედრთმთავრული ხელოვნებისა და მამაცობისათვის ალექსანდრე იაროსლავის ძეს ნეველი შეარქვეს.

ნევის ბრძოლაში რუსეთის გამარჯვებამ აღკვეთა ჩრდილოეთიდან მტრის თავდასხმის საშიშროება და უზრუნველყო რუსეთის საზღვრების უსაფრთხოება შვედეთის მხრიდან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]