თარგი:დღის მოვლენები:07-2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველი ცეპელინი
პირველი ცეპელინი
  • 1777 : ვერმონტი პირველი აშშ-ის შტატი გახდა, სადაც მონათმფლობელობა გაუქმდა.
  • 1853 : ყირიმის ომირუსეთის ჯარი ოსმალეთს დაესხა თავს.
  • 1900 : ცეპელინით (სურათზე) პირველი ფრენა განხორციელდა კონსტანცის ტბაზე, ფრიდრიხსჰაფენთან, (გერმანია).
  • 1964 : აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი სამოქალაქო უფლებების აქტს აწერს ხელს, რომელმაც საზოგადო ადგილებში რასობრივი სეგრეგაცია აკრძალა.
  • 1978 : პლუტონის თანამგზავრი ქარონი აღმოაჩინეს.
  • 1997 : ტაილანდური ბატის გაუფასურებით აზიის ფინანსური კრიზისი დაიწყო.
  • 2002 : სტივ ფოსეტი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც დედამიწას საჰაერო ბურთით შემოუფრინა.