თარგი:დღის მოვლენები:04-3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარშალის გეგმის პლაკატი
მარშალის გეგმის პლაკატი
  • 1559 : კატო-კამბრეზის ზავით ბოლო მოეღო იტალიურ ომებს.
  • 1885 : გოტლიბ დაიმლერმა ნახევარი ცხენის ძალის ძრავის საკუთარი დიზაინისთვის პატენტი მიიღო.
  • 1895 : ოსკარ უაილდის სასამართლო პროცესი დაიწყო დეფამაციის საქმით, რაც ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით მისი დატუსაღებით დასრულდა.
  • 1922 : იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირის კომპარტიის პირველი გენერალური მდივანი გახდა.
  • 1948 : აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯორჯ მარშალის მიერ შემუშავებული მეორე მსოფლიო ომისშემდგომი ევროპის ეკონომიკური აღმშენებლობის პროგრამა „მარშალის გეგმა(პლაკატი სურათზე) შევიდა ძალაში.
  • 1973 : ნიუ-იორკის ქუჩაში, მოტოროლას მკვლევარმა მარტინ კუპერმა პირველი სატელეფონი კავშირი დაამყარა მობილური ტელეფონით.
  • 1975 : ბობი ფიშერმა უარი თქვა საჭადრაკო მატჩზე ანატოლი კარპოვთან, რის გამოც ამ უკანასკნელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიენიჭა.