თალიშის სახანო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თალიშის სახანო, ფეოდალური სახელმწიფო აზერბაიჯანში. ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის შუა წლებში სამხრეთ-დასავლეთით კასპიისპირეთსი ნადირ-შაჰის სახელმწიფოს დაშლის შედეგად. ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ლენქორანის დაწინაურება; იგი სახანოს დედაქალაქად და ხელოსნობის ცენტრად გადაიქცა. მირ-მუსტაფა-ხანის დროს (1786-1814) თალიშის სახანოში ფეხი მოიკიდა რუსული ორიენტაციამ. 1795 წელს ხანმა რუსეთს სთხოვა მფარველობა. 1802 წელს თალიშის სახანო მიიღეს რუსეთის მფარველობაში. გულისტანისა (1813) და თურქმანჩაის (1828) ხელშეკრულებებით თალიშის სახანო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ 577, თბ., 1979


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე