თაიფურ ალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თაიფურ ალიევი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1997(1997-01-01)[1] (27 წლის)
დაბ. ადგილი ნახიჩევანი
სიმაღლე 171
ქვეყანა აზერბაიჯანი

თაიფურ ნარიმან ოღლუ ალიევი (აზერ. Tayfur Nəriman oğlu Əliev; დ. 1 იანვარი, 1997, ნახიჩევანი) — აზერბაიჯანელი მოკრივე, აზერბაიჯანის ნაკრების წევრი. 2015 წლის ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი. გამოდის 56 კგ-მდე წონით კატეგორიაში. 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. მონაწილეობა მიიღო 2015 და 2019 წლების მსოფლიო ჩემპიონატებში. და ევროპის 2017 და 2019 წლების ჩემპიონატები.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაიფურ ალიევი დაიბადა 1997 წლის 1 იანვარს, აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჩევანში.

თაიფურ ალიევმა პირველ დიდ წარმატებას 2011 წელს რუსეთში, გროზნოში მიაღწია. მან ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ყველა მეტოქე დაამარცხა. შემდეგ ალიევმა 2012 წელს ოქროს მედალი მოიპოვა აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და ჰეიდარ ალიევის ახალგაზრდულ თასზე, დაამარცხა ყველა მისი მეტოქე. მან ამავე წელს ბულგარეთის ქალაქ სოფიაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა და მე-6 ადგილი დაიკავა. ალიევისთვის 2013 წელი იყო უფრო მეტად წარმატებული. მან კვლავ მოიპოვა ოქროს მედალი აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და ჰეიდარ ალიევის ახალგაზრდულ თასზე, მოახერხა ყველა მეტოქის დამარცხება. ასევე მიიღო მონაწილეობა რუსეთის ქალაქ ანაპაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში და ვერცხლის მედალი. 2014 წელს ალიევმა აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.

2015 წელს მშობლიურ ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე 56 კგ-მდე წონით კატეგორიაში ალიევმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მერვედფინალში მან რუმინელი ადრიან ნიკოლაე დაამარცხა ანგარიშით 3:0. მეოთხედფინალში თაიფურის მეტოქე იყო დანიელი ფრედერიკ იენსენი, რომელიც ანგარიშით 3:0 დაამარცხა.[2]. ნახევარფინალში თაიფურ ალიევი რუსეთის წარმომადგენელ ბახტოვარ ნაზიროვთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.[3] ნახევარფინალში მარცხის შედეგად თაიფურმა ავტომატურად მოიპოვა ბრინჯაოს მედლაი.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავის სადებიუტო გამოსვლაზე თაიფურ ალიევი, 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, იყო პირველი აზერბაიჯანელი მოკრივე რომელიც ამ ოლიმპიადაზე რინგზე გავიდა, მაგრამ პირველი ბრძოლა წააგო ვიეტნამმლ ნგუენ ვან დუონგთან, ანგარიშით 2:3 და ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულა[4]. იმის მიუხედავად, რომ პირველი რაუნდის ბოლოს ალიევმა საგრძნობი აქტიურობა გამოჩინა, მსაჯების საბოლოო გადაწყვეტილებით გამარჯვება ვიეტნამელ მოკრივეს მიანიჭეს, ეს გადაწყვეტილება საკმაოდ საკამათოდ იქნა შეფასებული, რადგან მეორე რაუნდში, თაიფური არანაირად არ ჩამოუვარდებოდა მეტოქეს, მაგრამ ყველა მსაჯმა გამარჯვება ვიეტნამელებს მიანიჭა.[5][6].

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 29 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას პირველი ევროპული თამაშების გამარჯვებულთა და იმ პირთა დაჯილდოების შესახებ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აზერბაიჯანში სპორტის განვითარებაში. თაიფურ ალიევს მიენიჭა მედალი „პროგრესი“ პირველ ევროპულ თამაშებზე გამოჩენილი მიღწევისა და აზერბაიჯანში სპორტის განვითარებაში არსებული წვლილისა და დამსახურებისთვის.[7].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]