თავყვითელა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავყვითელა (Senecio), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქები ან ხისებრი მცენარეებია. 1500-ზე მეტი (სხვა მონაცემებით 3000-მდე) სახეობა გავრცელებულია უმთავრესად სამხრეთ აფრიკასა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, აზიისა და ამერიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში — 25 სახეობაა, მ. შ. 10 კავკასიის და 3 საქართველოს ენდემია. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში. სუბალპურ და ალპურ მდელოებზე. ზოგი სარეველაა (Senecio vulgaris), ზოგი — სამკურნალო (ხარისშუბლა). ბევრ სახეობას აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 570, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე