თაბორის ქედი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
თაბორის ქედი, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი განშტოება თბილსის სამხრეთით, მდინარეების წავკისისწყალისა (ლეღვთახევი) და კრწანისისხევის წყალგამყოფი. აგებულია ვოცენური ტუფოგენური ქანებით, თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. ჩრდიკიეთი და აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, სამხრეთი - დამრეცი, თხემი მოვაკებულია და თანდათან მაღლდება აღმოსავლეთიდან (600 მ) დასავლეთისაკენ (1000 მ). ჩრდილოეთი კალთის პირას გამოდის გოგირდიანი ცხელი წყაროები, ქედი შემოსილია ბუჩქნარითა და ხელოვნური ნარგავებით.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ლიტერატურა
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 558, თბ., 1979 წელი.