ატკვერი
(გადამისამართდა გვერდიდან ზაგარი)
ატკვერი (ზაგარი) | |
---|---|
ატკვერი | |
კოორდინატები: 42°54′56″ ჩ. გ. 43°06′06″ ა. გ. / 42.91556° ჩ. გ. 43.10167° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2642 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
ატკვერი[1], ზაგარი — უღელტეხილი საქართველოში, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. უღელტეხილი აკავშირებს სოფლებს უშგულსა (ენგურის ხეობა) და ცანას (ცხენისწყლის ხეობა). ზღვის დონიდან 2642 მ. სვანეთის ქედის უდაბლესი და ერთადერთი საავტომობილო უღელტეხილი. მოვაკებული უნაგირაა. დაფარულია ალპური მდელოებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 244.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.