ვიტო კორლეონე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიტო ანდოლინი კორლეონე
დაბადების სახელი ვიტო ანდოლინი
დაბადების თარიღი 1891 წლის 7 დეკემბერი
იტალია, სიცილია, ქ.კორლეონე
გარდაცვალების თარიღი 1955
გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა
ეროვნება იტალიელი
წოდება ნათლია, დონი
მემკვიდრე მაიკლ კორლეონე (1920-1997)
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) კარმელა კორლეონე (1914-1955)
შვილ(ებ)ი

სანტინო კორლეონე
(1916-1948)
ფრედო კორლეონე
(1919-1959)
მაიკლ კორლეონე
(1920-1997)
კონსტანცია კორლეონე
(1919-)

თომას ჰეიგენი
(1914-1974)
(ნაშვილები)
მშობლები მამა: ანტონიო ანდოლინი (გ. 1901)
დედა: სიგნორა ანდოლინი (გ.1901 წელს)

დონ ვიტო ანდოლინი კორლეონე (დ. 7 დეკემბერი, 1891 — გ. 29 ივლისი, 1955) მეტსახელად „ნათლია“ — მარიო პიუზოს რომანის, „ნათლიას“ და მასზე ფრენსის ფორდ კოპოლას მიერ გადაღებული ფილმის მთავარი გმირი. ამერიკულ-იტალიური მაფიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლანის, კორლეონეს ოჯახის ლიდერი.

ჟურნალმა „Premier Magazine“ ვიტო კორლეონე დააყენა კინოს საუკეთესო პერსონაჟების სიის პირველ ადგილზე. ჟურნალ „Empire“-ის ანალოგიურ სიაში ვიტომ 53-ე ადგილი დაიკავა.

მარლონ ბრანდო და რობერტ დე ნირო, რომლებმაც ახალგაზრდა და მოხუცი დონ კორლეონეს როლი ითამაშეს ფილმის პირველ და მეორე ნაწილებში, არიან ერთადერთი მსახიობები, რომლემბაც ოსკარი მიიღეს ერთი და იგივე პერსონაჟის როლის შესრულებისთვის.

პერსონაჟის მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტო კორლეონე არის კორლეონეს ოჯახის — ნიუ-იორკში ყველაზე ძლიერი მაფიოზური კლანის ლიდერი. ვიტო კორლეონე წარმოდგენილია, როგორც სიცილიელი ობოლი იმიგრანტი, რომელიც მაფიოზურ კლანს აშენებს. სიკვდილის შემდეგ ოჯახის ლიდერის პოსტზე მას მისი უმცროსი შვილი, მაიკლ კორლეონე (1920-1997) ცვლის. მას, ასევე, ჰყავს სხვა შვილები, სანტინო („სონი“) კორლეონე (1916-1948), ფრედერიკო („ფრედო“ ან „ფრედი“) კორლეონე (1919-1959), კონსტანცია („კონი“) კორლეონე (1919-?) და აყვანილი შვილი ტომ ჰაგენი.

მიუხედავად კრიმინალური ბიზნესისა, ვიტო არის გულუხვი ადამიანი, რომელიც თავისი მეგობრებისა და მორალური წესების ერთგულია. ასევე ის არის ცნობილი, როგორც ტრადიციონალისტი, რომელიც მოითხოვს თავისი სტატუსის პატივისცემას. მისი უახლოესი მეგობრებიც კი მას მიმართავენ როგორც „დონ კორლეონეს“ ან კიდევ „ნათლიას“ და არა როგორც ვიტოს.

მიუხედავად იმისა, რომ კორლეონე არის ფრთხილი და გონიერი, ის ძალადობას არ გმობს. ვიტოს არ უყვარს, როდესაც მის თხოვნას არ ასრულებენ. ამ შემთხვევაში თხოვნის არ შემსრულებელს კორლეონე სთავაზობს წინადადებას, რომელზეც ის უარს ვერ იტყვის.

ვიკიციტატა
„ისეთ წინადადებას შევთავაზებ, რომელზეც უარს ვერ იტყვის.
ინგლ. I'm gonna make him an offer he can't refuse

როდესაც მისი ნათლული, ჯონი ფონტანო, სთხოვს კორლეონეს კონტრაქტის გაუქმებას, კორლეონე ჯგუფის ლიდერს ჯერ კონტრაქტის გამოსყიდვას სთხოვს, მაგრამ უარის შემდეგ მასთან მიდის კორლეონეს ხალხი, რის შემდეგაც ხდება კონტრაქტის გამოსყიდვა, მაგრამ, გაცილებით ნაკლები თანხით, ვიდრე ადრე. მეორე შემთხვევაში, კვლავ ჯონი ფონტანოს თხოვნით, ტომ ჰაგენი მიდის კინორეჟისორ ჯეკ ვოლცთან, რომელსაც ჯონისთვის ფილმში როლის მიცემას სთხოვს. უარის შემდეგ რეჟისორი იღვიძებს სისხლიან საწოლში, რომელშიც მისი ცხენის თავი დევს. ნოველაში გასაგები ხდება, რომ თუ ვინმე კორლეონეს გაფრთხილების შემდეგ თხოვნას არ შეასრულებს, სავაურაუდოდ, სიცოცხლეს გამოესალმება.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტოს ცხოვრების ადრეული წლები აღწერილია ფილმის მეორე ნაწილში. ვიტო ანდოლინი დაიბადა სიცილიის ქალაქ კორლეონეში, 1891 წლის 7 დეკემბერს. ნოველაში 1901 წელს ვიტოს დედა მას უსაფრთხოებისთვის შეერთებულ შტატებში აგზავნის, რათა დაიცვას დონ ჩიჩოსგან, რომელმაც ვიტოს მამა, ანტონიო, შეურაცხყოფისთვის მოკლა. ფილმში კი კორლეონეს უკლავენ მამასაც, დედასაც და უფროს ძმასაც, რომელსაც დონ ჩიჩოზე შური უნდა ეძია. ფილმში ვიტოს დედა მიდის დონ ჩიჩოსთან და უმცროსი შვილის შეწყალებას სთხოვს, მაგრამ უარს იღებს, რადგანაც დონ ჩიჩოს აზრით, ბიჭი გაიზრდება და შურის საძიებლად მივა. მიუხედავად უარისა, ვიტოს დედა დონ ჩიჩოს ყელის გამოჭრით ემუქრება და შვილს გაქცევის საშუალებას აძლევს. ამის შემდეგ ოჯახის ნათესავები მას ნიუ-იორკში აგზავნიან, სადაც მას ელისის კუნძულის მებაჟეები ახალ სახელს, ვიტო კორლეონეს აძლევენ. ნოველაში, თავის მხრივ, ვიტო თავისით იცვლის გვარს ქალაქის პატივსაცემად.

ნიუ-იორკში ვიტო უმეგობრდება გენჩო აბანდადნდოს და მის ოჯახს, რომელმაც ის სამსახურშიც აიყვანა, მაგრამ საბოლოოდ მოუწია მისი განთავისუფლება, რადგანაც ადგილობრივმა ავტორიტეტმა, დონ ფანუჩიმ, მისი ძმისშვილის სამსახურში აყვანა მოითხოვა.

ვიტო ასევე უმეგობრდება პეტერ კლემენსას და სალვატორე ტესიოს, რომლებიც მისი ერთგულნი არიან და ასწავლიან, თუ როგორ უნდა გადარჩეს კრიმინალურ სამყაროში. 1920 წელს ვიტო სახლთან დახვდა დონ ფანუჩის, როდესაც უკანასკნელი იტალიური ფესტივალიდან ბრუნდებოდა. მკვლელობის მიზეზი იყო ის, რომ ფანუჩი დაემუქრა ვიტოს, რომ პოლიციაში დააბეზღებდა, თუ მისი არალეგალური ბიზნესის შემოსავლის ნაწილს არ მიიღებდა. ფანუჩის მკვლელობის შემდეგ იზრდება ვიტოს გავლენა რაიონში. მას პატივს სცემენ რაიონში მცხოვრები იტალიელები.

ფანუჩის მკვლელობის შემდეგ ვიტო და გენჩო იწყებენ ზეითუნის ზეთის იმპორტს, რაც საბოლოოდ კორლეონეს კრიმინალური სინდიკატის ლეგალური შემოსავლის დიდი ნაწილი ხდება. 1923 წელს ის ბრუნდება სიცილიაში, სადაც თავის პარტნიორთან, დონ თამაზინოსთან ერთად უმკლავდება დონ ჩიჩოს ხალხს და საბოლოოდ მასაც ხვდება, რის შემდეგაც დანით კლავს.

1930-იანი წლების დასაწყისში კორლეონეს ოჯახი ქვეყაში ერთ-ერთი უძლიერესი ხდება. აბანდანდო მისი კონსიგილიერე ხდება, ხოლო კლემენზა და ტესიო კაპორეჯიმეს ადგილს იკავებენ. მისი უფროსი შვილი, სონი კაპო ხდება, რითიც ვიტოს დე-ფაქტო შემცვლელი ხდება. მიუხედავად ამისა, უფროს კორლეონეს პრობლემები აქვს უმცროს შვილთან, მაიკლთან, რომელსაც არ სურს ოჯახის საქმეებით დაკავება.

კორლეონეს პერსონაჟი ფილმ „ნათლიას“ პირველ ნაწილში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წელს ნარკომოვაჭრე ვირჯილ სოლოცო კორლეონეს ნარკობიზნესში ჩართვას სთხოვს, რადგან იმედი აქვს, რომ კორლეონეს ნაცნობი პოლიტიკოსები მას ზურგს გაუმაგრებენ. სოლოზოს ასევე ზურგს უმაგრებს ტატალიას ოჯახი. მიუხედავად კარგი წინადადებისა, კორლეონე სოლოცოს უარს ეუბნება, რადგანაც, მისი აზრით, ნაცნობი მოსამართლეები და პოლიტიკოსები მას ზურგს შეაქცევენ, თუ ის ნარკობიზნესით დაკავდება. შეხვედრის დროს კორლეონეს შვილი სონი შეთანხმებით დაინტერესებულობას გამოთქვამს, რის გამოც შეხვედრის შემდეგ მამისგან საყვედურს იღებს, რადგანაც „არ უნდა აჩვენო სხვას, თუ რას ფიქრობ“. შობის დროს, როდესაც კორლეონე ხილის ყიდვის შემდეგ გზაზე მანქანისკენ გადადის, მას თავს ეხსმიან სოლოზოს მიერ დაფინანსებული კილერები. კორლეონე ზურგში ხუთ ტყვიას იღებს და რთულ მდგომარეობაში ვარდება. ვიტოს შვილს, ფრედოს, თავისი პისტოლეტი ხელიდან უვარდება და შესაბამისად, კილერებს წინააღმდეგობას ვერ უწევს.

ვიტოს გადარჩენის გამო სოლოზო მეორედ ცდილობს მის მოკვლას. მარკ მაკლასკი, პოლიციის კაპიტანი, კორლეონეს პალატას დაცვის გარეშე ტოვებს და ხელებს უხსნის სოლოზოს. კილერების მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე კორლეონეს უმცროსი შვილი, მაიკლი ჰოსპიტალში მიდის და სიტუაციის გაგების შემდეგ მედდას ვიტოს სხვა პალატაში გადაყვანას სთხოვს. ამის შემდეგ ის ჰოსპიტალის შესასვლელთან დგას, როგორც დაცვა.

ვიტო კორლეონეს სახლში გადაყვანის შემდეგ მაიკლს ესმის, რომ მამამისი უსაფრთხოდ ვერ იქნება, სანამ სოლოცო და მაკლასკი ცოცხლები არიან. ამიტომაც, ის ეუბნება სონის, რომ შეუძლია ამ ორი ადამიანის მოკვლა, რასაც საბოლოოდ აკეთებს კიდეც და იმალება სიცილიაში დონ ტამაზინოს მფარველობის ქვეშ. მაკლასკის და სოლოცოს სიკვდილი ნიშნავდა კიდევ ერთ ომს კორლეონეს და ტატალიას ოჯახებს შორის, უკან დგანან სხვა ოჯახები ნიუ-იორკიდან. გარკვეული დროის შემდეგ სონის ბარძინის მიერ დაქირავებული კილერები კლავენ. შვილის სიკვდილის შემდეგ ვიტო კორლეონე აწყობს შეხვედრას ოჯახების ლიდერთა შორის, სადაც, საბოლოოდ, მშვიდობას აღწევს, მაგრამ იმავე შეხვედრაზე ხვდება, რომ მისი და სონის მკვლელობების მცდელობა ბარძინის მიერ იყო ინიცირებული და შესრულებული.

რამდენიმე წლის შემდეგ მაიკლი უსაფრთხოდ ბრუნდება ამერიკაში და ხვდება თავის შეყვარებულს, ქეი ადამს. ვიტო კორლეონე თანამდებობას ტოვებს და სავარძელს მაიკლს უთმობს. ტომ ჰაგენი კონსიგილიერის თანამდებობას ტოვებს, რომელსაც არაფორმალურად ვიტო იკავებს. ამავე დროს, მაიკლი არწმუნებს მამას, რომ დროა ოჯახი მაფიიდან გამოიყვანონ. ასევე ისინი საიდუმლოდ ამზადებენ გეგმას, რომლის მიხედვითაც ნიუ-იორკის ოჯახთა ლიდერების მკვლელობა უნდა მოხდეს.

მოგვიანებით, ვიტო კორლეონე აფრთხილებს შვილს, რომ ბარძინი ოჯახთან მიახლოებულ ადამიანს გამოიყენებს და მაიკლს შეხვედრას შესთავაზებს, სადაც, საბოლოოდ, მისი მკვლელობა მოხდება. მალევე, 1955 წლის 29 ივლისს ვიტო კორლეონე გულის შეტევით, შვილიშვილ ანტონისთან თამაშის დროს იღუპება. ნოველაში, მისი უკანასკნელი სიტყვებია: „რა მშვენიერია ცხოვრება“ (ინგლ. „Life is so beautiful“).

ნოველის სიკველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტოს პერსონაჟი ასევე ფიგურირებს მარკ ვაინგარდნერის 2004 წლის რომანში „ნათლია ბრუნდებაში“ (ინგლ. The Godfather returns) და ედ ფალკოს „კორლეონეს ოჯახში“ (ინგლ. The Corleone Family). ორივე რომანში აღწერილია 1920-იანი და 30-იანი წლები და კორლეონეს ურთიერთობა თავის ოჯახთან.

კორლეონეს ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორლეონეს პერსონაჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის პირველ ნაწილში დონ კორლეონეს როლი მარლონ ბრანდომ ითამაშა. ფილმის მეორე ნაწილში ახალგაზრდა ვიტოს როლი რობერტ დე ნიროს ერგო. ორივე მათგანმა გაიმარჯვა ოსკარში, ბრანდომ როგორც საუკეთესო მსახიობმა, ხოლო დე ნირომ როგორც მეორე პლანის საუკეთესო მსახიობმა. ვიტო კორლეონე არის ერთადერთი პერსონაჟი, რომლის როლის შესრულებისთვის ორმა სხვადასხვა მსახიობმა ოსკარი მიიღო. ბრანდომ პრიზის მიღებაზე უარი განაცხადა.

პერსონაჟის ხილვა შეიძლება გასართობ ფილმებში, როგორიც არის „The Freshman“, სადაც ბრანდოს პერსონაჟი უფრო კორლეონეს პაროდიაა; სერიალ „Only fools and horses“-ში, სადაც დონ ვინჩენცო კორლეონეს პაროდიად არის გამოყვანილი; დისნეის ანიმაციურ მულტფილმში „ზოოტოპია“, სადაც მაფიის ბოსის, Mr.Big-ის მანერები ძალიან წააგავს კორლეონეს მანერებს; კომიქსების სერიაში „Batman: Year one“ და „Batman“-ში, „The long Halloween“-ში.

ვიტო კორლეონეს პერსონაჟი არის ნიუ-იორკის 20-იანი და 30-იანი წლების ტიპური განგსტერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]