ვილია-ჰეისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვილია-ჰეისი
Villa Hayes

მუნიციპალიტეტის შენობა
ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი პრესიდენტე-ჰეისი
კოორდინატები 25°06′00″ ს. გ. 57°32′00″ დ. გ. / 25.10000° ს. გ. 57.53333° დ. გ. / -25.10000; -57.53333
დაარსდა 1786
ფართობი 20 002 კმ²
ცენტრის სიმაღლე 55
მოსახლეობა 19 001 კაცი (2002)
სიმჭიდროვე 2.9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
საფოსტო ინდექსი 9900
ვილია-ჰეისი — პარაგვაი
ვილია-ჰეისი

ვილია-ჰეისი (ესპ. Villa Hayes) — ქალაქი პარაგვაიში, პრესიდენტე-ჰეისის დეპარტამენტში. მდებარეობს მდინარე პარაგვაის ჩრდილოეთ ნაპირზე, დედაქალაქ ასუნსიონიდან 31 კმ-ით ჩრდილოეთით.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია „ხუთსახელიანი ქალაქის სახელით“. ამჟამინდელი სახელი აშშ-ის მე-19 პრეზიდენტის, რეზერფორდ ჰეისის პატივსაცემად ეწოდა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტემპერატურა ზაფხულში 44 °C (111 °F)-ს აღწევს, ზამთარში 0 °C (32 °F)-მდე ეცემა. საშუალო წლიური ტემპერატურა კი 26 °C (79 °F)-ია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის კონაცემებით, მოსახლეობა 19 001 ადამიანს შეადგენდა, საიდანაც 2 049 ქალაქში ცხოვრობდა, 16 592 კი მის სასოფლო არეალში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]