ვიკიპედია:კონფლიქტების გადაჭრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი მომხმარებელი ვერ აღწევს კონსენსუსს, მომხმარებელთა შორის ჩნდება კონფლიქტი, რომლის გადაჭრისთვის ნებისმიერმა დაინტერესებულმა მომხმარებელმა შეიძლება გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი წესები. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა შორის კონფლიქტი არღვევს ვიკიპედიის წესებს (ნეიტრალური თვალსაზრისი, წესები, მითითებები ან მისთ.), ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი მითითებები.

1. თუ კონფლიქტი მწვავე არ არის, დალიეთ ყავა ოპონენტთან და ეცადეთ თავიდან განიხილოთ პრობლემა.
2. ეცადეთ სხვა მომხმარებელთა ყურადღების მიქცევა.
3. თუ თქვენ გესაჭიროებათ სერიოზული განხილვა, რომელიც ტიპიურ საკითხს ეხება, ჩაატარეთ განხილვა სპეციალურ გვერდებზე.
4. თუ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენთვის რთულია მოწინააღმდეგე მხარესთან ურთიერთობა, მიმართეთ მედიატორს.
5. საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია, მიმართეთ ადმინისტრატორს და შეატყობინეთ თქვენი ოპონენტის მიერ წესების დარღვევა.
6. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მისი გადაჭრა, აღმოაჩინეთ თქვენი და ოპონენტის აზრებს შორის შეუსაბომობა და ჩაატერეთ გამოკითხვა.
7. თუ არაფერმა უშველა — მიმართეთ არბიტრაჟს.