ვესტერვიკი
ქალაქი
|
ვესტერვიკი (შვედ. Västervik) — ქალაქი შვედეთში, კალმარის ლენში, თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 21 140 ადამიანს შეადგენს.[1]
ქალაქი ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მრავალ ტურისტს იზიდავს, განსაკუთრებით აფროსნობის მოყვარულთ. 1966 წლიდან, სტეგეჰოლმსკის ციხესიმაგრის ნანგრევებში ყოველწლიურად იმართება მუსიკის ფესტივალი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
ქალაქი პირველად 1275 წელს მოიხსენიება, თუმცა ამ დროისათვის იგი თანამედროვე გამლებიუს ადგილას მდებარეობდა, ამჟამინდელ ადგილას კი მხოლოდ 1433 წელს გადაინაცვლა. 1517 წელს ის დანიელებმა გაანადგურეს. შვედეთის მეფე გუსტავ ვაზა ამ ქალაქს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა და 1548 წელს აქ გემთსაშენი აგებინა. მიეხედავად დანიელებთან ახალი ომისა, ვესტერვიკი მაინც ყვაოდა. მშვიდობიან პერიოდში ქალაქში რამდენიმე ახალი თავდაცვითი ნაგებობა და კიდევ ერთს გემთსაშენი ააგეს.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 (Swedish). Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან 10 January 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 10 January 2012.