ველის კაკაჩა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ველის კაკაჩა
Buteo rufinus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფრინველები
კლასი: ქორდიანები
ქვეკლასი: ბეღურასნაირნი
რიგი: შავარდნისნაირნი
ოჯახი: ქორისებრნი
გვარი: კაკაჩა
ლათინური სახელი
Buteo rufinus
გავრცელების არეალი
Buteo rufinus dis.PNG
ღია-მწვანე — ბუდობის არეალი

მუქი-მწვანე — მუდმივი საცხოვრებელი არეალი

ცისფერი — გამოზამთრების არეალი

ველის კაკაჩა (ლათ. Buteo rufinus) — მტაცებელ ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. არის კაკაჩას სახეობა.

სხვა სახეობის კაკაჩებთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა და გრძელი ფეხები აქვს. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. გვხვდება ღია, მშრალ ადგილებში. უპირატესობას ანიჭებს სტეპებს, ნახევარუდაბნოებსა და ხრიოკ გორაკებს. ბუდობს ციცაბო კლდეებსა და ფლატეებზე, რომლებიც ღია ადგილებს გადაჰყურებენ. ნადირობისას მსხვერპლს ხშირად შემაღლებული ადგილიდან — ხმელი ხეებიდან, ბოძებიდან ან კლდეებიდან უთვალთვალებს. იჭერს მომცრო და საშუალო ზომის ხერხემლიანებს: ფრინველების, ძუძუმწოვრების და ქვეწარმავლების ჩათვლით. საქართველოს წითელ წიგნში როგორც მოწყვლადი სახეობა.

ველის კაკაჩას ნახვა თბილისის ზოოპარკშიც არის შესაძლებელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • Bird Guides: Long-legged Buzzard. Identification information and videos. Retrieved 2006-NOV-28.