კაკაჩა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაკაჩა
Buteo buteo 2 (Marek Szczepanek).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფრინველები
კლასი: ქორდიანები
ქვეკლასი: ბეღურასნაირნი
რიგი: შავარდნისნაირნი
ოჯახი: ქორისებრნი
გვარი: კაკაჩა
ლათინური სახელი
Buteo

კაკაჩა (ლათ. Buteo), მტაცებელ ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. ცნობილია 25 სახეობა, გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, მადაგასკარზე, ჰავაის კუნძულებზე, ამერიკაში. საქართველოში ბინადრობს ჩვეულებრივი კაკაჩა (Buteo buteo), ხოლო ზამთარში შემომფრენია ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა (Buteo lagopus). კაკაჩის სხეულის სიგრძე 46-57 სმ აღწევს, ფრთების შლილი 110-130 სმ. დედალი ტანად მამალზე დიდია. იკვებებიან თაგვისებრი მღრღნელებით, პატარ-პატარა ფრინველებით და სხვა. საქართველოში ჩვეულებრივი კაკაჩის 2 ქვესახეობა გვხვდება: ქარცი კაკაჩა (Buteo buteo vulpinus), რომელიც მცირე კავკასიონზე ბუდობს და კავკასიური კაკაჩა (Buteo buteo menetriesi), რომელიც მეტწილად კავკასიონზე გვხვდება, სასარგებლო ფრინველია, საჭიროებენ დაცვას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 5, გვ. 324, თბ., 1980