ვასილ გოგუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგუა.
ვასილ გოგუა
საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს მე-2 თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 მარტი, 1947 – 26 მარტი, 1948
წინამორბედიიოსებ დიმიტრის ძე კოჭლამაზაშვილი
მემკვიდრეარჩილ ალექსანდრეს ძე გიგოშვილი

დაბადებული18 თებერვალი, 1908
სოფ. ჯურუყვეთი
გარდაცვლილი25 მაისი, 1967
თბილისი
ეროვნებაქართველი

ვასილ ბარნაბის ძე გოგუა (დ. 18 თებერვალი, 1908, სოფ. ჯურუყვეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 25 მაისი, 1967, თბილისი) — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1948-1952). საქართველოს დამსახურებული ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1932 წელს დაამთავრა საქართველოს სამთო-საინჟინრო ინსტიტუტი. 1932-1936 წლებში მუშაობდა ზაჰესის მე-2 და ტყვარჩელის თბოელექტროსადგურების მშენებლობებზე, 1948 წლის 26 მარტამდე საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, 1948-1952 წლებში საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1936-1967 წლებში — სხვადასხვა საპასუხისმგებლო პარტიულ და სამეურნეო თანამდებობაზე. იყო სსრკ II–III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]