ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი
დაარსდა 1985
დამაარსებლ(ებ)ი ოთარ ლორთქიფანიძე
მდებარეობა ვანი
სტატუსი ისტორიული
ექსპონატი 4000-ზე მეტი
ვიზიტორები 5909
დირექტორი ომარ გაბუნია
{{{საიტი}}}

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალისაქართველოს ეროვნული მუზეუმის ფილიალი ვანში. მდებარეობს ვანის ანტიკური ნაქალაქარის მიდამოებში.

ისტორია[რედაქტირება]

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. მუზეუმის გახსნას დაემთხვა შავიზღვისპირეთის პრობლემებისადმი მიძღვნილი მსოფლიო არქეოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ტარდება ყოველ მესამე წელს. სწორედ ოთარ ლორთქიფანიძის უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც მან ვანის ნაქალაქარს და საერთოდ ქართულ არქეოლოგიას შეალია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს. 2012 წლიდან შენდება მუზეუმის ახალი შენობა.

ექსპონატები[რედაქტირება]

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.).

საკონტაქტო ინფორმაცია[რედაქტირება]

მუზეუმის მისამართია, ვახტანგ გორგასლის ქ.7. ტელეფონი: (+995 432) 221602. მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 16 სთ-მდე.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]