ექვთიმე ზიგაბენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექვთიმე ზიგაბენი (ბერძ.. Ευθύµιος Ζιγαβηνός, ლათ. Euthymius Zigabenus или Zigadenus) (დ. ? — გ. დაახ. 1118) — [[ბიზანტია|ბიზანტიელი] ღვთისმეტყველი და ეგზეგეტი.

თავდაპირველად იყო ძალზე წარჩინებული პიროვნება ბიზანტიის იმპერატორის კარზე, შემდეგ კი – მონაზონი. დაწერა ყველა ერესის ისტორია – "პანოპლია დოგმატიკა" (ბერძ. πανοπλία δογματική), დაწყებული სვიმონ მოგვისგან, ისლამით დამთავრებული, მათი მოკლე უარყოფით, რომლებიც დასესხებულია ეკლესიის მამების თხზულებებიდან. ეს თხზულება არის სრულიად კომპილატიური ხასიათის. ზიგაბენის კომენტარებმა ოთხთავზე (აღმოჩნდა XVIII საუკუნის ბოლოს და გამოიცა ლაიფციგში 1792 წელს), და ასევე ფსალმუნებზე და ქებათა ქებაზე (გამოც. «Bibliotheca patrum», ტ. XIX) საღვთისმეტყველო კრიტიკის მაღალი შეფასება დაიმსახურა. მისი ყველა თხზულება თავმოყრილია მინეს კრებულში Patrologia Graeca (ტომები 128-131).

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]