ინუიტები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ინუიტები (Inuit, ინუკტიტუტი ᐃᓄᐃᑦ ) — ჩრდილოეთ კანადის მკვიდრი ხალხი. 1999 წელს კანადის მთავრობამ ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების ნაწილი ინუიტების ტერიტორიად გამოაცხადა, რითაც ინუიტებს ის მიწები დაუბრუნა, რომელიც მათ ახალმოსახლეებმა წაართვეს. ახალ ტერიტორიას ნუნავუტი ეწოდა, რაც ინუკიტუტზე ანუ ინუიტების ენაზე „ჩვენს მიწას“ ნიშნავს.
ინუიტების ტრადიციები [რედაქტირება]
ინუიტები ტრადიციებს დღესაც ინარჩუნებენ: ლაპარაკობენ ინუკიტიტუტზე, საკვებს ნადირობით მოიპოვებენ და ხისა და ძვლისგან სხვადასხვა ფიგურასა და საგანს ჭრიან. იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებსაც: თოვლმავლებს, ტელეფონებსა და კომპიუტერებს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ინუიტები“ ვიკისაწყობში.- Inuit Culture, Traditions, and History.
- The Arctic Inuit in Olden Times.
- Countries and Their Cultures.
- Inuit History after 1500 AD.