ერნსტ ჰერმან ჰიმლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰიმლერი (შუაში) ოჯახთან ერთად

ერნსტ ჰერმან ჰიმლერი (გერმ. Ernst Hermann Himmler; დ. 23 დეკემბერი, 1905, მიუნხენი, გერმანიის იმპერია — გ. 2 მაისი, 1945) — გერმანელი ჩინოვნიკი, ინჟინერი და შუცშტაფელის რაიხსფიურერის, ჰაინრიხ ჰიმლერის უმცროსი ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერნსტ ჰერმან ჰიმლერი დაიბადა 1905 წლის 23 დეკემბერს, გერმანიის იმპერიის ქალაქ მიუნხენში. იგი იყო სკოლის დირექტორის (Oberstudiendirektor), იოზეფ გეჰარდ ჰიმლერის და მარია ჰაიდერის მესამე და უმცროსი შვილი.[1] მისი ძმები იყვნენ ჰაინრიხ ჰიმლერი და გებარდ ლიუდვიგ ჰიმლერი.

ერნსტ ჰიმლერმა დაამთავრა უნივერსიტეტის კურსები 1928 წელს, 1931 წლის 1 ნოემბერს კი ნაცისტურ პარტიაში გაწევრიანდა (პარტიული № 676 777). 1933 წელს იგი გახდა შუცშტაფელის წევრი და ჰაინრიხის დახმარებით, მიიღო სამუშაო ბერლინის რადიოში და მალევე გახდა რაიხის რადიომაუწყებლობის ორგანიზაციის დირექტორი. ზოგიერთ შემთხვევაში, იგი ჰაინრიხს ინფორმაციასაც აწვდიდა.[2] 1939 წელს მან მიიღო შუცშტაფელის შტურბმანფიურერის ჩინი.[3] გარდაიცვალა 1945 წლის მაისში, ბერლინისთვის ბრძოლის დროს.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Himmler, Katrin (2007). The Himmler Brothers. London: Pan Macmillan. ISBN 978-0-330-44814-7. 
  • ლონგერაიხი, პიტერ (2012). Heinrich Himmler: A Life. Oxford; New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-959232-6. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gebhard Himmler, Der Vater eines Massenmörders
  2. ლონგერაიხი 2012, p. 379.
  3. ლონგერაიხი 2012, p. 380.
  4. Ernst Klee. Das Kulturlexikon zum Dritten Reich. Wer war was vor und nach 1945 ("The Cultural Encyclopedia of the Third Reich. Who was What before and after 1945"). Frankfurt am Main: S. Fischer, 2007, 720 pages, hardcover, ISBN 978-3-10-039326-5, p. 248